ცვლილება ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევა! - სიახლე მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1758138613
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი კორონავირუსის გავრცელებას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი უბედურებას უწოდებს.
მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ფართო გავრცელება მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდკონტროლის კუთხით ჩრდილოეთ კორეის ჯანდაცვის სისტემას გარკვეული ნაკლოვანებები აქვს. იგი ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდებს.
„ახლა ქვეყანას ერთიანობა სჭირდება სახელმწიფოსა და ხალხს შორის, რათა ეპიდვითარება რაც შეიძლება სწრაფად დასტაბილურდეს“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, პანდემიის 2 წლის მანძილზე ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების შემთხვევა ოფიციალურად არ დადასტურებულა. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დასტურების შესახებ 12 მაისს განაცხადეს. ამ დროისათვის ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის 187 800 შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 27 ადამიანი ემსხვერპლა.