ეს 6 ლოცვა ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ
1751313261
ჩრდილოეთ კორეაში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა პირველად დაადასტურეს. მთავრობამ ქვეყანაში ლოკდაუნი გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტი ფხენიანში დაფიქსირდა. ადამიანებს, რომელთაც მაღალი სიცხეები აწუხებდათ, კოვიდ ტესტი ჩაუტარეს, რის შემდეგაც მათი ომიკრონი ვარიანტით ინფიცირება დაფიქსირდა. ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში 2022 წლის მარტამდე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ აღრიცხულა. ასევე, სავარაუდოდ, ქვეყნის არც ერთი მოქალაქე ვაქცინირებული არაა, რადგან ფხენიანმა ვაქცინების მიღებაზე უარი თქვა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების შესახებ აქამდე ოფიციალური ცნობა არ გავრცელებულა, სამხრეთ კორეისა და აშშ-ს მაღალჩინოსნებს ეჭვი ეპარებოდათ იმაში, რომ ქვეყანაში COVID-19-ს არ შეუღწევია.