ჩიუაუა, სახელად კომანდო, მექსიკის ეროვნული გვარდიის თანამშრომელი გახდა

კომანდო

მექსიკის ეროვნულმა გვარდიამ სამსახურში მიიღო ჩიუაუა, სახელად კომანდო. ძაღლი სამაშველო-საძიებო რაზმში იმუშავებს.

Reuters-ის ცნობით, კომანდო სულ ერთი წლისა და ერთი თვის არის. მისი სიმაღლე 21 სმ-ს, ხოლო წონა 7 კგ-ს შეადგენს. ეროვნულ გვარდიაში ძაღლი შემთხვევით მოხვდა. დაახლოებით ნახევარი წლის წინ პოლიციელებმა ის ჩრდილოეთ შტატ ჩიუაუაში იპოვეს: პატრონები ძაღლს აღარ უვლიდნენ, რის გამოც სამართალდამცველებმა მისი წამოყვანა გადაწყვიტეს.

მექსიკის ეროვნულ გვარდიაში 350 ძაღლი მსახურობს, რომელთა უმეტესობას გერმანული ნაგაზები და ლაბრადორები წარმოადგენენ. კომანდო საძიებო ჯგუფის ყველაზე პატარა წევრი გახდა. აღინიშნება, რომ თავისი ზომების მიუხედავად, ჩიუაუა სხვა ძაღლების თანაბრად ვარჯიშობს.

კომანდო სამოქალაქო, საზოგადოებრივ და სასკოლო ღონისძიებებშიც მონაწილეობს. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ სოციალურ ქსელებში ძაღლის პოპულარობა ეროვნული გვარდიის შესახებ ხალხის აზრის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

✕