დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები რუსულ ბაზარს ჩუმად ტოვებენ, მაგრამ ამის შესახებ საჯაროდ არ აცხადებენ. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ასეთ კომპანიებს შორის ასახელებენ კომპიუტერების მწარმოებელ კომპანია Lenovo-ს და ელექტრონიკისა და სმარტფონების მწარმოებელ Xiaomi-ს.
დასავლური კომპანიებისგან განსხვავებით, ჩინური ბიზნესი თავს არიდებს საჯარო განცხადებებს მიწოდებების შეზღუდვის ან რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ, ვინაიდან ოფიციალური პეკინი რუსეთისთვის დაწესებულ დასავლურ სანქციებს ეწინააღმდეგება.
როგორც მედია წერს, მარტში რუსეთში ჩინური ტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტი თებერვალთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა. ლეპტოპების მიწოდება 40%-ით შემცირდა, სმარტფონების კი - ორი მესამედით.