წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
"ეს ოპერაცია ჩავარდა, რუსებს არანაირი შანსი არ გააჩნიათ იმის, რომ "აზოვსტალი" აიღონ, მათ საკუთარი თავი ყველაზე უარესი მხრიდან წამოაჩინეს“, - ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა სამხედრომ გიორგი კაკულიამ გადაცება „360 გრადუსში“ საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ეგონათ რომ რუსეთის არმია უძლეველი იყო, თუმცა ამ ომში აღმოჩნდა რომ რეალურად მათ ფასი არ აქვთ.
"მას შემდეგ, რაც ბუჩაში ჩაიდინეს, უკრაინაში რაც მშვიდობიან მოსახლეობას გაუკეთეს, ჩვენ, ქართველები და უკრაინელები ერთობლივად ვიღებდით ბუჩას გათავისუფლებაში მონაწილეობას, საკუთარი თვალებით ვნახეთ უზარმაზარი რაოდენობით დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობა, გაუპატიურებული ქალები, გაუპატიურებული ბავშვებიც კი, ამ ხალხისთვის არაფერი წმინდა არ არსებობს.
ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენ გვეგონა, რომ რუსეთის არმია ძლიერი იყო, აღმოჩნდა, რომ ის არაფრად ღირებული ყოფილა, მილიონიანი ჯარი შევაჩერეთ, წარმოგიდგენიათ? კარგი ტაქტიკა გვქონდა, ხასიათი შესაბამისი და პრინციპები, ყველა მებრძოლი, ვინც აქ არის, ამ ყველაფერს იდეისთვის აკეთებს და არა ფულისათვის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს საერთო საქმეა, რუსეთი ამ პლანეტის სიმსივნე, კიბოა, მას ყველასთვის უბედურება მოაქვს, მან უბედურება მოუტანა საქართველოს, აფხაზეთის მცხოვრებლებს, ახლა მეორედ ცდილობს უკრაინაში შეჭრას. ჩემი ოჯახი გაგრიდანაა, ჩვენ ქუჩაში დავრჩით რუსეთის პოლიტიკიდან გამომდინარე, შემდეგ ლუგანსკში ვიყავით და ისევ ქუჩაში აღმოვჩნდით, ახლა ისევ ვიბრძვით იმისთვის, რომ მშვიდობა დავამყაროთ.
როცა რუსეთი იბრძვის, მას პრინციპები არ გააჩნია, ისინი ბომბავენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებათ, მშვიდობიან მოსახლეობას, სახლებს და ჩვენ საკუთარ სახლში ვართ. ვცდილობთ ქირურგებივით ძალიან მკვეთრად და დელიკატურად ვიმუშაოთ და მხოლოდ საჭირო სამიზნეებისაკენ მივმართოთ შეტევა, რუსეთი ბომბავს ყველაფერს, რადგან ეს მათი ქვეყანა არ არის, მათ არ აუშენებიათ, ეს არის განსხვავება ჩვენსა და რუსებს შორის", - განაცხადა კაკულიამ