ჩინეთში სტუდენტი, რომელმაც გამოცდები ვერ ჩააბარა, კოლეჯს შურისძიების მიზნით დაესხა თავს - მოკლულია 8 ადამიანი

მკვლელობა ჩინეთი

ჩინეთის ქალაქ ისინგის კოლეჯში მომხდარი თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. თავდასხმა ხელოვნებისა და ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტში დანით შეიარაღებულმა 21 წლის ახალგაზრდამ მოაწყო. პოლიციამ ის ადგილზე დააკავა.

როგორც ირკვევა, მან გამოცდები ვერ ჩააბარა და კოლეჯს შურისძიების მიზნით დაესხა თავს.