ჩინეთში, პროფესიულ სკოლაში თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 17 დაშავდა

ჩინეთი პოლიცია

ჩინეთის ქალაქ Yixing-ში, პროფესიულ სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 17 დაშავდა - ინფორმაცია უცხოურ მედიაში ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ვრცელდება.

თავდასხმა ხელოვნებისა და ტექნოლოგიების პროფესიულ ინსტიტუტში ადგილობრივი დროით 18:30-ზე მოხდა. როგორც ირკვევა ეჭვმიტანილი 21 წლის კურსდამთავრებული გვარად ქსუა, რომელიც პოლიციამ ადგილზე დააკავა.

პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა სკოლის გამოცდები ვერ ჩააბარა და დამამთავრებელი მოწმობა ვერ მიიღო, რაც თავდასხმის მიზეზი გახდა.