ცნობილია, რა განაჩენი გამოუტანა სააპელაციომ კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ჯაიანს
1753107939
ჩინეთის ხელისუფლებამ ტიბეტის ტერიტორიაზე მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტრო კაშხლის მშენებლობა დაიწყო. მდინარე იარლუნგ ცანგპოზე მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მონაწილეობა ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი ციანმა მიიღო.
დასრულების შემდეგ ეს მსოფლიოს უმსხვილესი კაშხალი იქნება. პროექტის ბიუჯეტი $1.67 მილიარდია.
პროექტი შეშფოთებას იწვევს ინდოეთსა და ბანგლადეშში. მდინარე იარლუნგ ცანგპო მიედინება ტიბეტის პლატოზე მიედინება, შემდეგ კი სამხრეთ აზიის რამდენიმე ქვეყანაში გადადის. პროექტს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მის განხორციელებას შეიძლება მძიმე შედეგები ჰქონდეს მილიონობით ინდოელსა და ბანგლადეშელზე, რომლებიც ამ მდინარის დინების ქვემოთ ცხოვრობენ, ასევე გარემოზე და ტიბეტელ მოსახლეობაზე.
თუმცა პეკინში აცხადებენ, რომ პროექტი ეკოლოგიური პრინციპების დაცვით განხორციელდება და ადგილობრივების კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.