ჩინეთში კაცმა შურისძიების მიზნით კიბორჩხალა ცოცხლად შეჭამა

კიბორჩხალა

ჩინეთში კაცმა შურისძიების მიზნით კიბორჩხალა ცოცხლად შეჭამა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

39 წლის ლუ საავადმყოფოში ზურგის ძლიერი ტკივილის გამო მიიყვანეს.  პაციენტმა გაიხსენა, რომ ორი თვის წინ კიბორჩხალა ცოცხლად გადაყლაპა.

„როცა მდინარესთან ვიყავით, კიბორჩხალამ ჩემს პატარა გოგოს უჩქმიტა, ამიტომ გავბრაზდი და შურისძიების მიზნით შევჭამე", - განაცხადა 39 წლის ლუმ. 

„პაციენტის ღვიძლში, მუცლის ღრუსა და საჭმლის მომნელებელი სისტემაში პათოლოგიური ცვლილებები აღინიშნება", - აცხადებენ ლუს ექიმები.

ლუს სისხლის ანალიზებით პარაზიტული ინფექცია დაუდგინდა, რაც კიბორჩხალის ცოცხლად შეჭმით იყო გამოწვეული. მართალია, პაციენტი გამოჯანმრთელდა, თუმცა დაკვირვების მიზნით, ის გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში რჩება.