კარდიოლოგებმა 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტი დაასახელეს
1755860340
ჩინეთის ქალაქ იანძიანში მცხოვრებმა კაცმა აფთიაქი დაადანაშაულა იმაში, რომ თანამშრომლების ქმედებების გამო მისი ღალატი გამოაშკარავდა.
როგორც კაცი აცხადებს, ეს ოჯახური კონფლიქტის მიზეზი გახდა და ახლა აპირებს, რომ სააფთიაქო ქსელ Dashenlin-ს სასამართლოში უჩივლოს.
კაცის თქმით, მან აფთიაქში ჩასახვის საწინააღმდეგო აბები შეიძინა და მათი საფასური მობილური აპლიკაციის საშუალებით გადაიხადა. თუმცა, შეფერხების გამო ტრანზაქცია არ შესრულდა. აფთიაქის თანამშრომლები შეეცადნენ, დაჰკავშირებოდნენ კლიენტს მისი პირადი ბარათის მონაცემებში მითითებულ ნომერზე. ზარს მისმა მეუღლემ უპასუხა, რომელსაც შეატყობინეს თუ რა იყიდა მისმა ქმარმა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს აბები ცოლისთვის კი არა, კაცის საყვარლისთვის იყო განკუთვნილი. შედეგად, კაცის ღალატი გამოაშკარავდა.
გავრცელებულ ვიდეოში უკმაყოფილო მომხმარებელი აცხადებს, რომ „ორი ოჯახი დაშლის პირასაა“ და აფთიაქისგან განმარტებებს მოითხოვს. მან ასევე აჩვენა პოლიციისთვის მიწერილი განცხადება.
იურისტმა ფუ ძიანმა კომპანია Henan Zejin Law Firm-დან აღნიშნა, რომ კლიენტს აქვს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, თუმცა აფთიაქის დანაშაულის დამტკიცება რთული იქნება. მისი თქმით, ოჯახური კრიზისის მიზეზი თავად ღალატი გახდა, ხოლო თანამშრომლების ზარს ტექნიკური ხასიათი ჰქონდა და პირადი მონაცემების გამხელას მიზნად არ ისახავდა. იმისათვის, რომ კაცმა სასამართლო მოიგოს, მან აფთიაქის მოქმედებებსა და მის ოჯახურ პრობლემებს შორის პირდაპირი კავშირი უნდა დაამტკიცოს.