ჩინეთმა დონალდ ტრამპი ირანსა და ისრაელს შორის ესკალაციის გაღვივებაში დაადანაშაულა

ჩინეთმა დონალდ ტრამპი ირანსა და ისრაელს შორის ესკალაციის გაღვივებაში დაადანაშაულა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გუო ძიაკუნი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა თეირანს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

ძიაკუნის თქმით, ისრაელზე გავლენის მქონე ქვეყნებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და დეესკალაციისთვისბ დაუყოვნებლივი ზომები მიიღონ.

„ცეცხლის გაღვივება, ნავთის დასხმა, მუქარა და ზეწოლის გაზრდა არ შეუწყობს ხელს სიტუაციის დეესკალაციას, არამედ მხოლოდ გაამწვავებს და გააფართოვებს კონფლიქტს. ჩინეთი მოუწოდებს ყველა შესაბამის მხარეს, განსაკუთრებით ისრაელზე გავლენის მქონე ქვეყნებს, აიღონ თავიანთი პასუხისმგებლობა, მიიღონ დაუყოვნებლივი ზომები დაძაბულობის დეესკალაციისთვის და თავიდან აიცილონ კონფლიქტის გაფართოება და გავრცელება“, – განაცხადა მაო ძიაკუნმა.