ირანის შაჰის მემკვიდრე საგანგებო მიმართვას ავრცელებს
1750186347
20-წლიანი მშენებლობის შემდეგ, რამდენიმე დღეში ბოლოსდაბოლოს ვიხილავთ ვერა რუბინის ობსერვატორიის მიერ გადაღებულ პირველ ფოტოებს; ასტრონომიული ობსერვატორია ჩილეში აშენდა და აქვს უდიდესი ციფრული კამერა, რაც კი ოდესმე კაცობრიობას შეუქმნია.
2025 წლის 23 ივნისს, აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ენერგეტიკის დეპარტამენტი გამოაქვეყნებენ ტელესკოპის მიერ ჩატარებულ პირველ დაკვირვებებს, რითაც ასტრონომიაში სრულიად ახალი ერა დაიწყება.
ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ამ მოვლენის ყურება მთელ მსოფლიოს პირდაპირ ეთერში შეეძლება YouTube-ზე.
რუბინის ტელესკოპის მშენებლობის იდეა 2001 წელს გაჩნდა და უდიდესი მისია დაეკისრა. ობსერვატორიის ტელესკოპი 10 წლის განმავლობაში განახორციელებს სამხრეთის ცის კვლევას პროგრამაში Legacy Survey of Space and Time (LSST); დაკვირვებები წარიმართება ახლო-ულტრაიისფერ, ოპტიკურ და ახლო-ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში, რამდენიმე დღეში ერთხელ გადაიღებს მთლიან ცას და სამყაროს თაიმლეფსის უზარმაზარ კომპილაციას შექმნის.
ტელესკოპის 3200-მეგაპიქსელიანი კამერა ცის ყოველ მონაკვეთს დაახლოებით 800-ჯერ ჩაიწერს.
ყოველ 24 საათში, რუბინი დაახლოებით 20 ტერაბაიტის მოცულობის მონაცემებს გამოიმუშავებს. მოსალოდნელია, რომ პროგრამა LSST-ის ფარგლებში, ის დაახლოებით 60 პეტაბაიტის მოცულობის ნედლ მონაცემებს შეაგროვებს, ორჯერ მეტს, ვიდრე ამდენივე დროში შეძლო მარჩისონის ტელესკოპმა.
ასეთი საოცარი ტევადობა მოითხოვს მონაცემთა გადაცემის, დამუშავებისა და შენახვის მოწინავე ტექნოლოგიებს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასტრონომები ძლიერ აღფრთოვანებულები არიან. ელოდებიან, რომ რუბინი გვაჩვენებს ისეთ რამეებს სამყაროს შესახებ და პასუხს გასცემს ისეთ კითხვებს, რომელთა შესახებ ჯერ წარმოდგენაც კი არ გვაქვს.
„რუბინის სიჩქარის, ხედვის ფართო კუთხისა და მგრძნობიარე კამერების კომბინაცია აფართოებს იმ ლიმიტებს, რისი გაკეთებაც ტელესკოპს შეუძლია. არცერთ სხვა ტელესკოპს არასოდეს შესძლებია დააფიქსიროს როგორც რეალური ცვლილებები ცაში, ისე მკრთალი შორეული ობიექტები ერთსა და იმავე დროს, ასეთი უზარმაზარი მასშტაბით. ეს შესაძლებლობები ნიშნავს იმას, რომ ისტორიაში პირველად დავაფიქსირებთ უკიდურესად იშვიათ მოვლენებს“, — წერენ ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ენერგეტიკის დეპარტამენტი.
ტელესკოპს სახელი ეწოდა ამერიკელი ასტრონომის, ვერა რუბინის პატივსაცემად. ის ერთ-ერთი მოწინავე მეცნიერი იყო გალაქტიკების კვლევებში. მისმა ნაშრომებმა ასტრონომიაში ნამდვილი გარდატეხა შეიტანა. გამოცემა The New York Times-ი მის მემკვიდრეობას აფასებს, როგორც „კოპერნიკის მასშტაბზე უფრო დიდ ცვლილებას“ კოსმოლოგიურ თეორიაში. ვერა რუბინი 2016 წელს გარდაიცვალა.
ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1750161479