1728312638
ჩინეთის მიერ კოვიდშეზღუდვების გაუქმებამ შესაძლოა, 2023 წელს მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს - მედია
ჩინეთის მიერ კოვიდშეზღუდვების სრულად გაუქმებამ შესაძლოა, 2023 წელს მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ასეთ პროგნოზს მონაცემებისა და ჯანმრთელობის შეფასების ამერიკულ ინსტიტუტში აკეთებენ.
მათივე პროგნოზით, ვირუსი პიკს 1-ელი აპრილისთვის მიაღწევს და ამ დროისთვის, გარდაცვლილთა რიცხვი დაახლოებით 322 ათასი იქნება. რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, მონაცემებისა და ჯანმრთელობის შეფასების ამერიკულ ინსტიტუტის პროგნოზით, ვირუსით ქვეყნის მესამედი იქნება დაავადებული.
ქვეყანამ უმკაცრესი კოვიდრეგულაციები ცოტა ხნის წინ გააუქმა, უპრეცედენტო საპროტესტო აქციების ფონზე და ამჟამად ინფიცირების მწვავე ზრდა შეინიშნება.