ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
ყოველდღიურად, მთელ მსოფლიოში, ბავშვები იძულებულნი არიან ადრეულ ასაკში დაქორწინდნენ. ყოველწლიურად 18 წლამდე დაახლოებით 12 მილიონი გოგონა ქორწინდება. ყოველ ორ წამში გოგონას ბავშვობა, ოცნებები და განათლება მცირდება.
ერთ-ერთი მათგანი არის გოგონა, სახელად ამაი, რომლის ისტორიასაც World Vision-ი გვიყვება.
„ახლა უკვე 13 წლის ვარ. 11-ის ვიყავი, როდესაც იძულებით დამაქორწინეს. ჩემი ქმარი მამაჩემზე უფროსი იყო“, - იხსენებს გოგონა.
ქმარი ხშირად სცემდა და შეურაცხყოფას აყენებდა. მისთვის ამაი მეორე ცოლი იყო. ქმრის პირველი ცოლი გოგონას ყოველთვის ეხმარებოდა, რის გამოც ორივე ერთად ისჯებოდა. ქალს ამაი მიჰყავდა კიბის ქვეშ, სადაც საათების და დღეების განმავლობაში ახერხებდნენ დამალვას.
მოგვიანებით, ის სახლიდან გაიქცა და მამასთან დაბრუნდა, რომელიც თავის მეორე ცოლთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა გოგონა მამამაც გამოაგდო. ტაისირმა ამაი მაშინ იპოვა, როდესაც გოგონა დახმარების მიღებას ქუჩაში ცდილობდა. სოციალურმა მუშაკმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო, ამაისთვის მზრუნველობა და სიყვარული მიეცათ.
ამაის წინ გამოჯანმრთელების გრძელი გზა ელოდება, მაგრამ მან უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები.
”თავს კარგად ვგრძნობ ტაისირთან ერთად. კარგად ვგრძნობ თავს, როცა ჩემს ქორწინებაზე ვესაუბრები ხალხს. ვგრძნობ, რომ საუბარი ყველა ცუდ ემოციას აშორებს. ძალიან სევდიანი ვიყავი, მაგრამ ახლა თავს მოდუნებულად ვგრძნობ, სიმშვიდე ვიპოვე“,- ამბობს გოგონა.
ამაის სურს მასწავლებელი გახდეს და სხვა ბავშვებს დაეხმაროს. ის გაიქცა და გადარჩა, თუმცა მსოფლიოში უამრავი ბავშვია, რომლებიც იმავე გზას ტაისარის მსგავსი ადამიანების დახმარების გარეშე გადიან.