ჩემი პოზიცია და გეგმა არ შეცვლილა, ამ ძალების ლიდერებმა პასუხი უნდა აგონ კანონის შესაბამისად - ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანი

ჩემი პოზიცია და გეგმა არ შეცვლილა. ამ ძალების ლიდერებმა პასუხი უნდა აგონ კანონის შესაბამისად. მათ უნდა დაეკისროთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თქვენთვის ცნობილ საქმეებზე და კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის ჩამორთმევის პროცესი ძალიან სწრაფად უნდა წარიმართოს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, საბოლოო ჯამში, ეს ძალები არ არიან პოლიტიკური ძალები და ომის სამთავიანი ჯაშუშური პარტია სომხეთიდან უნდა აღმოიფხვრას.

"ჩემი პოზიცია და გეგმა არ შეცვლილა. ამ ძალების ლიდერებმა პასუხი უნდა აგონ კანონის შესაბამისად. მათ უნდა დაეკისროთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თქვენთვის ცნობილ საქმეებზე და კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის ჩამორთმევის პროცესი ძალიან სწრაფად უნდა წარიმართოს უკანონო აქტივების კონფისკაციის მექანიზმის, სისხლის სამართლებრივი დევნის, სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის სისტემების მეშვეობით.

საბოლოო ჯამში, ეს ძალები არ არიან პოლიტიკური ძალები. ომის სამთავიანი ჯაშუშური პარტია სომხეთიდან უნდა აღმოიფხვრას. ეს არის ჩვენი ამოცანა პოლიტიკურ სფეროში. რობერტ ქოჩარიანი ციხეში წავა. გაგიკ ცარუკიანი ციხეში წავა. სამველ კარაპეტიანი ციხეში წავა", - განაცხადა ფაშინიანმა.