ცნობილი ხდება ვანგას წინასწარმეტყველება ოქროსთან და სხვა ძვირფას ლითონებთან დაკავშირებით
1770497225
ევროპამ რუსეთთან დიალოგი უნდა განაახლოს, - განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ჩეხურ ტელევიზიასთან ინტერვიუში. ანდრეი ბაბიშის თქმით, რუსეთთან დიალოგი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ერთადერთი გზაა.
„ეს მნიშვნელოვანია. მოლაპარაკებები ინტენსიურია. მაქვს განცდა, რომ ისინი ომის დასრულების, რაიმე სახის გრძელვადიან გადაწყვეტას უახლოვდებიან, მაგრამ ევროპას ამის გაკეთება ტრამპის გარეშე არ შეუძლია“, - განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები უნდა გამართონ.