ჩეხეთის არჩევნებში ანდრეი ბაბიშის პარტია იმარჯვებს - როგორია ამჟამინდელი მონაცემები

ბაბიში

ჩეხეთის არჩევნებში ანდრეი ბაბიშის პარტია იმარჯვებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ამჟამინდელი მონაცემებით, პოპულისტი მილიარდერის პარტია ANO, რაც ჩეხურად ნიშნავს "დიახ", ხმათა 34.87%-ს ფლობს. შესაბამისად, ის პარლამენტში 82 მანდატს დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ ბაბიშის პარტიამ დედაქალაქის გარდა ქვეყნის ყველა რეგიონში მოიპოვა უპირატესობა.