„ალბათ, დღეს ვიღაცებს დაგვიჭერენ... რევოლუციის გამო დაგვიჭერენ, მაგრამ არაუშავს“ - ირაკლი ნადირაძე

ირაკლი ნადირაძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, დღეს რაც უნდოდათ იმის გაკეთება უკეთესადაც შეიძლებოდა.

მისი განმარტებით, მოლოდინი აქვს, რომ დააკავებენ.

"ჩვენ გვინდა რევოლუცია, მშვიდობიანი რევოლუცია. ეს ხალხი დღეს მაგ მოწოდების შემდეგ გამოვიდა. ფაქტია, რომ რაც გვინდოდა დღეს უკეთესად შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაფერი. ალბათ, დღეს ვიღაცებს დაგვიჭერენ, ვიღაცებს დღესაც არბევენ. რევოლუციის გამო დაგვიჭერენ, მაგრამ არა უშავს. 200 000 რევოლუციონერზე უფრო მეტი იდგა დღეს აქ. ეს ხალხი ჩვენზე უკეთესად გააგრძელებს ამ ბრძოლას. [ჩანაწერები] ფაბრიკაციაა, ბევრი გამოვარდება დარწმუნებული ვარ", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.