„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
გლობალისტები და ევროკავშირი განაგრძობენ არეულობის შექმნას საქართველოში და თბილისის ქუჩებში ძალადობრივი პროტესტების გაღვივებას - მათ არ აქვთ უფლება, ჩაერიონ საქართველოს საქმეებში, - წერს გერმანელი ევროპარლამენტარი, ტომაშ ფროელიხი სოციალურ ქსელში, რითაც აქციის მონაწილეების ძალადობრივ ქმედებებს აფასებს.
„გლობალისტები და ევროკავშირი განაგრძობენ არეულობის შექმნას საქართველოში და თბილისის ქუჩებში ძალადობრივი პროტესტების გაღვივებას. ეს დღესაც კი ხდება, მაშინ, როცა „მილანის“ ყოფილი ვარსკვლავი კახა კალაძე თბილისის მერად ხელახლა აირჩიეს აშკარა უმრავლესობით - გილოცავთ! კალაძე და მისი პარტია „ქართული ოცნება“ წარმოადგენენ ტრადიციულ და ქრისტიანულ ღირებულებებს, უარყოფენ „ვოუქიზმს“ და ლგბტ დღის წესრიგს და უცხოური კონტროლის ნაცვლად, პრიორიტეტს სუვერენიტეტს ანიჭებენ. მათ უბრალოდ არ სურთ, რომ მეორე უკრაინა გახდნენ. სრულიად სამართლიანად! და სწორედ ამიტომ არიან გლობალისტები და ევროკავშირი აღშფოთებულნი. მათ არ აქვთ უფლება, ჩაერიონ საქართველოს საქმეებში. მათ პატივი უნდა სცენ ქართველი ხალხის ნებას“, - წერს ტომაშ ფროელიხი.
რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეიჭრნენ. მათ ჯებირები დააზიანეს და ეზოში შეღწევა შეძლეს, თუმცა, მათ სამართალდამცველებმა ეზო მალევე დაატოვებინეს.