ჩარლზ III-ის გამეფების თარიღი ცნობილია

mefe charlzi

ჩარლზ III-ის კორონაცია გაიმართება ლონდონში, 2023 წლის 3 ივნისს - წერს Bloomberg

დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ III-ის კორონაციის ცერემონია 2023 წლის 3 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ Bloomberg ბრიტანეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება. ღონისძიება ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.

ანონიმურობის პირობით საუბრისას, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამ თარიღისთვის გეგმები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ რომელი დღე გამოცხადდება ოფიციალურად უქმედ.

ბუკინგემის სასახლემ კომენტარზე უარი თქვა.შეგახსენებთ, რომ ჩარლზ III გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქი გახდა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც 8 სექტემბერს, 96 წლისა გარდაიცვალა. ელიზაბეტ II-ის დაკრძალვა 19 სექტემბერს ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართა.