1738005864
CBS News: ტეხასში სამართალდამცველებმა 80-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს
აშშ-ის შტატ ტეხასში ჩატარებული რეიდების დროს სამართალდამცველებმა 80-ზე მეტი უკანონო მიგრანტი დააკავეს, რომელთა დეპორტაცია შემდგომში მოხდება. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, პოლიციამ რეიდები ქალაქებში დალასში, ფორტ უერტში, ირვინგში და კოლინის ოლქის სხვადასხვა ადგილას ჩაატარა. სამართალდამცველების განცხადებით, ეს უკანონო მიგრანტებთან ბრძოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ თანამდებობის დაკავებამდე თქვა, რომ უკანონო მიგრანტებთან მკაცრ ბრძოლას აპირებს. ინაუგურაციის შემდეგ მან მისი გეგმების სისრულეში მოყვანა დაიწყო. პირველი, რაც გააკეთა ტრამპმა, გააუქმა მისი წინამორბედის ჯო ბაიდენის განკარგულება, რომელიც მიგრანტების დაკავებას სკოლებთან და სამლოცველოებთან ახლოს კრძალავდა.