რა დაწერა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა სოციალურ ქსელში
1792959838
ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია 25 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აქვეყნებს. ოქმების 95.29%-ის დამუშავების შედეგად ცნობილი გახდა, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ილიანა იოტვამ ხმების 34.59% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ყოფილმა, პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი გიუროვმა კი, 32.03%. არჩევნებში მე-3 ადგილი კოსტადინ კოსტადინოვმა 12.62%-ით დაიკავა, მე-4 კი რადოსტინ ვასილიოვმა 4.60%-ით.
ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში აქტივობა 19:00 საათის მონაცემებით დაახლოებით 22.3 პროცენტი იყო.
„ევრონიუსი“ წერს, რომ ბულგარეთში საარჩევნო კამპანია ძირითადად ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებული მზარდი შეშფოთებისა და შავ ზღვაში გემებზე დრონებით თავდასხმების ფონზე მიმდინარეობდა. გამოცემის ცნობით, ილიანა იოტოვას პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევის პარტია „პროგრესული ბულგარეთი“ უჭერს მხარს. პარტია მოსკოვთან დიალოგს ემხრობა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეწინააღმდეგება, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი გიუროვი კი უკრაინას უჭერს მხარს და პროდასავლური კურსი აქვს.
ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, პირველ ნოემბერს გაიმართება.