პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე აუზში სინქრონული ცეკვების მონაწილემ ანიტა ალვარესმა გამოსვლის დროს გონება დაკარგა.
ამერიკელი სპორტსმენი მისმა მწვრთნელმა ანდრეა ფუენტესმა გადაარჩინა, რომელიც მალევე აუზში ჩახტა და ჩაძირული ქალი ფსკერიდან ამოიყვანა, მერე კი აუზშივე დელეგაციის წევრთან ერთად პირველადი დახმარება ჩაუტარა.
„მის ფილტვებში მხოლოდ წყალი იყო. საბედნიეროდ ყველაფერი კარგადაა. მას ფინალშიც ასპარეზობა სურდა. მადლობა მაშველებს, რომ მათ ძალიან სწრაფად იმოქმედეს. როდესაც წყლიდან ამოვიყვანე ანიტას კრიჭა ჰქონდა შეკრული. ძალიან შემეშინდა, მაგრამ ახლა ორივე ვიცინით. ჩვენ ვნახეთ სად გადის სპორტსმენის შესაძლებლობების ზღვარი.“ - განაცხადა ანიტა ალვარესის მწვრთნელმა
უცხოური მედიის ინფორმაციით ალვარესი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელსაც სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა. გულის წასვლის მიზეზად გადაღლილობა და ცხელი ამინდი სახელდება.
აღსანიშნავია, რომ ალვარესმა გონება შარშან, ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზეც დაკარგა.