„ეს იყო ისეთი რამ, რასაც არ ველოდით...“ - რას წერს დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძესთან დაშორების შემდეგ
1785441025
92 წლის ბრიტანელი კაცი ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, რომელმაც მათემატიკაში საატესტატო გამოცდა ჩააბარა. რამდენიმე საათის განმავლობაში ის 16 წლის ახალგაზრდებთან ერთად სკოლის დარბაზში იჯდა და მათემატიკის ტესტზე მუშაობდა. ინფორმაციას Guardian ავრცელებს.
92 წლის დერეკმა გამოცდა კემბრიჯთან ახლოს მდებარე სოფლის კოლეჯში მას შემდეგ ჩააბარა, რაც Youtube-ზე მათემატიკის უფასო ონლაინ კურსი გაიარა. მართალია, ცუდი მხედველობის გამო ტესტზე მუშაობა ახალგაზრდებისგან განსხვავებით ცოტა გაუჭირდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, ამ ფაქტს მისთვის ხელი მაინც არ შეუშლია.
„სწავლის პროცესი ძალიან მომეწონა და გამოცდაზე კალკულატორის გამოყენების უფლებაც გვქონდა. ვფიქრობ, რომ ეს გამოცდა ჩემთვის უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი სხვა მოსწავლისთვის", — ამბობს 92 წლის კაცი.