ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს - დეტალები
1772568015
ბრიტანეთის მთავრობა პოლიტიკაში უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. პოლიტიკური შემოწირულობები უკიდურესად ეზღუდებათ უცხოელ ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს. საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებების დანერგვა პოლიტიკური ფინანსების რეფორმების ფართო პაკეტის მეშვეობით იწყება.
ცვლილება მოიცავს კომპანიების მხრიდან შემოწირულობების გაცემის გამკაცრებულ წესებს, ახალ სახელმძღვანელო მითითებებს - "იცნობდე შენს დონორს" და უფრო მკაცრ მოთხოვნებს არარეგისტრირებული გაერთიანებებისთვის.
ახალი რეგულაციების მიღების აუცილებლობას ოფიციალური ლონდონი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით ხსნის.
"უცხოელი აქტორები ვეღარ შეძლებენ საკუთარი ფინანსების გამოყენებას გაერთიანებული სამეფოს არჩევნებში ჩასარევად. ეს არის ბოლო პერიოდის განმავლობაში დემოკრატიის გაძლიერების პროცესის ყველაზე მასშტაბური ნაწილი, რომელიც ხორციელდება "ხალხის წარმომადგენლობის შესახებ" კანონპროექტის მეშვეობით", - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.