უახლესი ინფორმაცია მლეთადან, სადაც სამძებრო სამუშაოები გრძელდება - პროცესს ესწრება დაკარგულის დედაც
1786515071
კრემლის განცხადებით, ტანკები, რომლის გაგზავნასაც გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის აპირებს, დაიწვება. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია წერს.
„ისინი უკრაინას თავიანთი ანტირუსული მიზნების მიღწევის საშუალებად იყენებენ. ეს ტანკები იწვის და დაიწვება ისევე, როგორც დანარჩენი”, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან თანამედროვე იარაღის ახალი პარტიების უკრაინისთვის მიწოდება ადგილზე ვითარებას არ შეცვლის.
შეგახსენებთ, შაბათს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას დაადასტურა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას Challenger 2-ის ტანკებს გადასცემს.