ბრაზილიელმა ქალმა შეყვარებულის ღალატის შესახებ Google-ის პანორამული ფოტოებიდან შეიტყო

ბრაზილია

ბრაზილიელმა ქალმა შეყვარებულის ღალატის შესახებ Google-ის პანორამული ფოტოების სერვისიდან შეიტყო. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

ჯულიანა ლიმა Google Street View-ზე ქუჩების პანორამულ ფოტოებს ათვალიერებდა, როდესაც ერთ-ერთ ფოტოზე თავისი შეყვარებულ და საუკეთესო დაქალი აღმოაჩინა.

ჯულიანა აცხადებს, რომ ერთხელ საკუთარ სახლთან ბრენდირებული მანქანა შენიშნა, რომელიც Google-ისთვის პანორამულ ფოტოებს იღებდა. ცნობისმოყვარეობის გამო მან გადაწყვიტა, ავტომობილის მარშრუტი Google-ის რუკაზე შეემოწმებინა.

ერთ-ერთ ფოტოზე მან დაინახა თავისი შეყვარებული, რომელიც სხვა ქალთან ერთად მოტოციკლით გადაადგილდებოდა. კიდევ ერთ ფოტოზე მან შეყვარებული სხვა ქალთან ერთად სკამზე აღმოაჩინა.

ამის შემდეგ ჯულიანა შეყვარებულს დაშორდა.