ბრაზილიელი მოთხილამურე პირველი სამხრეთ ამერიკელი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა

მოთხილამურე

 ბრაზილიელმა მოთხილამურემ, ლუკას პინეირო ბრაათენმა, შაბათს, ოლიმპიურ გიგანტურ სლალომში ძლიერი ფინალური გარბენით მეტოქეებს გამარჯვება წაართვა და ოქროს მედალი მოიპოვა.

cbsnews-ის ცნობით, ის პირველი სამხრეთ ამერიკელი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიგო.

თოვლსა და ნისლში 25 წლის პინეირო ბრაათენი, სტელვიოს ტრასის ტექნიკურად რთული მონაკვეთის გავლისას სიმშვიდესა და თავშეკავებას ინარჩუნებდა. თავისი პოზიციის - პირველი ნომრის დანახვისთანავე, ის მიწაზე დაეცა და ყვირილი დაიწყო - წერს უცხოური პრესა.