ბრაზილიაში სანტა კატარინას ციხეს ადამიანებთან ერთად ბატები დაიცავენ

ბრაზილია

ბრაზილიის სამხრეთ შტატში სანტა კატარინაში ციხეს ადამიანებთან ერთად ბატები დაიცავენ. ბატები ციხის კედლებს შორის ბუნებრივ გარემოში, მცირე ტბებთან ბინადრობენ. სანტა კატარინას ციხის თანამშრომლების თქმით, ბატებს გამორჩეული სიფხიზლე ახასიათებთ და ძაღლებზე უკეთესი მცველებიც კი არიან.

„ჩვენ გვაქვს ელექტრონული კონტროლი, ადამიანების კონტროლი და ახლა უკვე ბატების კონტროლიც, რომლებმაც ძაღლები ჩაანაცვლეს", - თქვა ციხის დირექტორმა მარკოს რობერტომ.

ციხის ადმინისტრაციამ ასევე დაამატა, რომ ბატების პოპულაციის მოვლა ციხის პირობებში უფრო იაფია, ვიდრე ძაღლების გაწვრთნა. მათი თქმით, არეალი საკმაოდ წყნარია, განსაკუთრებით ღამე, შესაბამისად, ასეთ გარემოში ბატების გამოყენება უფრო უმჯობესია, ვიდრე ძაღლების. 
ასევე ნახეთ:

„მოგვახარეს, რომ 3-ჯერ არის უკვე აცრილი...“ - როგორ იპოვეს ახალგაზრდა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა

9 წლის ბიჭი, რომელსაც საზოგადოება ეხმარებოდა, გარდაიცვალა - გურჯაანში, 22 დეკემბერს დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა