ბრაზილიაში საჰაერო ბურთის ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

საჰაერო ბურთი

ბრაზილიაში საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევა ბრაზილიის სანტა-კატარინას შტატის ქალაქ პრაია გრანდეში მოხდა.

შტატის გუბერნატორის ცნობით, ბურთზე 21 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 13 გადარჩა.

გუბერნატორის განცხადებით, სამაშველო ჯგუფები ადგილზე არიან და დაზარალებულებს და მსხვერპლთა ოჯახებს ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ.