„ეს დღეც დაგვიდგა მეგობრებო...“ - ნინიკო მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1750535920
უნგრეთმა 2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა ძიუდოში. ისტორიაში პირველად საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე ჩემპიონობა იზეიმა, ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) კი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მოპოვება შეძლო. გუნდური ასპარეზობის ფინალში ქართველმა სპორტსმენებმა სამხრეთ კორეის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.
ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუნდს 4:1 სძლია, იტალიას მშრალი ანგარიშით 4:0 მოუგო, ნახევარფინალში კი მსოფლიოს ზედიზედ შვიდგზის ჩემპიონი 4:2 დაამარცხა. საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც შერეული გუნდური ტურნირის მოგება იაპონიის შემდეგ მოახერხა, ასევე საქართველო ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ეს ტიტული დაისაკუთრა.
ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში სულ ოთხი მედალი მოიპოვეს - ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვერცხლს დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედალი კი ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.