გიორგი ქოჩორაშვილი ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

გიორგი ქოჩორაშვილი

გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ და მის გულშემატკივრებს სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული ემოციური ვიდეოთი დაემშვიდობა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მადლობა გადაუხადა კლუბს სიყვარულისთვის.

„ვემშვიდობები კლუბს, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. დიდი მადლობა „ლევანტეს“ ასეთი დაფასებისთვის. ყოველთვის ვიქნები ერთ-ერთი თქვენთაგანი“, – წერს გიორგი ქოჩორაშვილი.

ქოჩორაშვილი „ლევანტედან“ „სპორტინგში“ გადავიდა. 25 წლის ქართველი ნახევარმცველი ვალენსიურ კლუბში ბოლო ექვსი სეზონის განმავლობაში თამაშობდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი პირველი ივლისიდან „სპორტინგის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. პორტუგალიური გამოცემა წერს, რომ ქოჩორაშვილი მოედნის ცენტრში გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იქნება.