1746548142
ბრანისლავ ონდრუში: მგონია, რომ ევროკავშირის მოქალაქეთა უმრავლესობა ადმინისტრაციული ძალაუფლების ევროპული ინსტიტუტების ბიუროკრატიის ხელში კონცენტრაციას კრიტიკულად უყურებს

მგონია, რომ ევროკავშირის მოქალაქეთა უმრავლესობა ადმინისტრაციული ძალაუფლების ევროპული ინსტიტუტების ბიუროკრატიის ხელში კონცენტრაციას კრიტიკულად უყურებს. ეს გახლავთ გამოწვევა, რომელსაც პასუხი აუცილებლად უნდა გავცეთ, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ბრანისლავ ონდრუშმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.
როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, გამოწვევები ნამდვილად არსებობს, რომელთა საფუძველზეც სასურველი და შესაძლებელიც, სხვადასხვა კომპეტენციის გადახედვა.
„ვგულისხმობ კონკრეტულ ინსტიტუტებს. განსაკუთრებით კი იმ უწყებებს, რომელთაც არ გააჩნიათ გადაწყვეტილებების მიღებისთვის საჭირო დემოკრატიული მანდატი. ეს ერთ-ერთი მოსაზრებაა, რომელსაც ევროპულ პოლიტიკაში საკუთარი ადგილი აქვს.
ეროვნული სუვერენიტეტის საკითხი მნიშვნელოვანია რადიკალი მემარჯვენეებისა და კონსერვატორებისთვის. ნაციონალისტებისთვის, ევროპაში ამ პოლიტიკური გემოვნების პარტიებისთვის. ნათელია, რომ მთავარი პოლიტიკური პარტიები არა მარტო ევროკავშირში, ასევე ეროვნულ-პოლიტიკურ სივრცეში ეროვნულ სუვერენიტეტს არ განიხილავენ როგორც მთავარ პრიორიტეტს, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის განვითარებას“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ევროკავშირის დემონტაჟის გეგმის შესახებ შეფასებები კეთდება ბრიუსელში. დიდი გადატვირთვის გეგმა მოიცავს სახელმწიფოების სუვერენიტეტის აღდგენასა და ევროკავშირის დღევანდელი ფორმით ფუნქციონირების შეწყვეტას. მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილების მიღების დროს ეროვნულ უფლებამოსილებებს ზღუდავს. ინფორმაცია საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით ვრცელდება.