ბოთლის თავსახური - ბავშვის მხსნელად; ქალი, რომელიც ნანგრევებიდან მანამ არ გამოვიდა, სანამ თავსაბურავი არ მოიხვია - სულის შემძვრელი ისტორიები, სტიქიის ზონიდან (ფოტო, ვიდეო)

stiqia siriashi


ნანგრევებიდან ამოყვანილი ყველა გადარჩენილი ადამიანი მაშველების სიხარულს იწვევს და იმედს აძლევს მათ, ვინც ჯერ კიდევ ეძებს ახლობლებს.
6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრებმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. ერდოღანმა ტრაგედიასთან დაკავშირებით შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა და ასევე განაცხადა, რომ ეს კატასტროფა ყველაზე დიდი იყო მათ ისტორიაში თითქმის 100 წლის განმავლობაში. 

ამჟამად სტიქიის ზონაში 16139 მაშველი მუშაობს, მათ შორის უცხოელი სპეციალისტები. 

ჩვენ შევაგროვეთ ყველაზე საოცარი ისტორიები ტრაგედიის ადგილიდან.

ერთი დღის შემდეგ

ბავშვი და დედა ცოცხლები დანგრეულ შენობაში იპოვეს. მაშველებმა ჯერ საბანში გახვეული ატირებული ბავშვი გამოიყვანეს, შემდეგ დედას გამოსვლაში დაეხმარნენ. გაოცება, ტკივილი, ცრემლები - ყველა ის განცდა, რასაც დღეს თურქეთის მოსახლეობა განიცდის. 

შვილივით ჩაეხუტა

თურქეთში ბებია ნანგრევებიდან 33 საათის შემდეგ გამოიყვანეს. თავსაბურავში გამოწყობილი პაწაწინა მოხუცი ქალი ფაქტობრივად მკლავებით ატარეს. ერთ-ერთ მაშველს სიხარულის ცრემლებით შვილივით მოეხვია. მის შემდეგ კიდევ ორ მსხვერპლს დაეხმარნენ.

 

სამნი

კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი, ტრაგედიის ფონზე, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა - თურქეთში მიწისძვრიდან 33 საათის შემდეგ მაშველებმა დედა და მისი ორი ქალიშვილი ცოცხლად ამოიყვანეს  შენობის ნანგრევებიდან. ერთ-ერთ გოგონას გული გაუჩერდა, ახლობლების თვალწინ გამოასვენეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკურნალობის შემდეგ ოჯახს შეეძლება გაერთიანება და, იმედია, სამუდამოდ დაივიწყებს  განცდილ კოშმარს.

იმედი

ცოტა მოგვიანებით, ცნობილი გახდა ქვეყნის სამხრეთით, გაზიანთეპში კიდევ ერთი სიცოცხლის გადარჩენის შესახებ: ბიჭი, სახელად უმუთი („იმედი“). ბავშვმა ბიძასთან ერთად ნანგრევების ქვეშ 36 საათი გაატარა და სასწაულებრივად გადარჩა. კადრებში ახლობელი მაშველებს ეუბნება, რომ მისი ერთადერთი სურვილია, ნანგრევებიდან გამოვიდეს და ავადმყოფი, გამოფიტული ბავშვი გადაარჩინოს.

ცხვირსახოცი

კატასტროფამ, რომელმაც გაანადგურა მთელი ჩვეული ცხოვრების წესი, როგორც ჩანს, ხალხს დაავიწყა ყველაფერი მსოფლიოში: ტრადიციები, წესები, წეს-ჩვეულებები. მაგრამ, როგორც ჩანს, თურქეთში არა: ნანგრევებიდან გამოყვანილმა ქალმა უარი თქვა მაშველებთან გამოსვლაზე, სანამ თავსაბურავი არ მოიხვია.  მისთვის ეს მნიშვნელოვანია. ვინ იცის: იქნებ შარფი მისი ყოფილი ცხოვრების შეხსენებაა - ტრაგედიამდე?

 


დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა

კაჰრამანმარაშში 7-სართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ დარჩენილი 20 წლის მელისა მიწისძვრიდან 50 საათის შემდეგ ცოცხალი გადაარჩინეს. მამამ, რომელმაც ცოლი და ორი შვილი დაკარგა, ცრემლები ვერ შეიკავა, როცა უფროსი ქალიშვილი მელისა გადარჩა. ძნელი წარმოსადგენია, რას გრძნობს ის...

 

მხსნელი თავსახური

სახლების ნანგრევებში ჩარჩენილ პატარას მაშველები წყალს ბოთლის თავსახურით ასმევენ. ეს ალბათ კარგა ხანს დარჩება მეხსიერებაში. კადრებში ბავშვი ტირის შიშისგან და ტკივილისგან. მაშველები კი მის გაღიმებასაც ხერხებენ. უნებურად ჩნდება კითხვა: სად არის მისი დედა? ცოცხალია? შეძლებს თუ არა გოგონა ჩახუტებას, როცა გადარჩება?