პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბოსნია-ჰერცეგოვინაში წყალდიდობას 14 ადამიანი ემსხვერპლა. მასშტაბურ სტიქიას ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ებრძვიან.
წყალდიდობამ ათობით დასახლება დატბორა. გარკვეულ ადგილებში მეწყერიც ჩამოწვა. განსაკუთრებით რთული ვითარება ჯაბლანიცის მუნიციპალიტეტშია, სადაც წყალდიდობამ საავტომობილო გზები და რკინიგზა დააზიანა.
ამის გამო, რიგ დასახლებებთან კავშირი ამ დრომდე არ არსებობს. წყალდიდობას ებრძვიან იტალიაშიც. ემილია რომანიის რეგიონში ძლიერმა წვიმამ დასახლებები ბოლო ერთ თვეში უკვე მეორედ დატბორა. ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებენ ხორვატიის, მონტენეგროსა და სერბეთის მთავრობებიც.