ცნობილია, ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპული გოგოს ვინაობა
1752486308
გერმანია არ გეგმავს უკრაინისთვის „ტაურუსის“ ტიპის საჰაერო ფრთოსანი რაკეტებისა და ამერიკული „პეტრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემების გადაცემას, რომლებიც მის არმიაშია, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
პისტორიუსის თქმით, რუსეთის საჰაერო თავდასხმების ბოლოდროინდელი ტალღისა და კიევის მორიგი მოთხოვნის მიუხედავად, ბერლინი უკრაინის არმიას შორი მოქმედების რაკეტებს არ გადასცემს.
გერმანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ შეუძლია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის „პეტრიოტის“ ტიპის მეტი სისტემის გადაცემა, რადგან თორმეტი ასეთი სისტემიდან მას მხოლოდ ექვსი აქვს – სამი უკვე მიეწოდა უკრაინას, ორი ათხოვა პოლონეთის, ხოლო კიდევ ერთი ან გადის ტექნიკურ მომსახურებას, ან გამოიყენება წვრთნებისთვის.
„ეს ნამდვილად ძალიან ცოტაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა მიზნების მიღწევა გვსურს ნატო-სთან დაკავშირებით. ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია მეტის მიცემა“, – აღნიშნა ბორის პისტორიუსმა.