პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1752253680
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პერიოდში მგზავრებს დამატებითი ავტობუსი მოემსახურება, - ინფორმაციას ამის შესახებ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.
„მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პერიოდში, დროებით, ავტობუსის დამატებითი მარშრუტი დაინიშნება.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 12 ივლისიდან 45 დღის მანძილზე, მეტროსადგური „ვარკეთილი“ დაიკეტება. მგზავრთა მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ჯავახეთისა და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების გადაკვეთიდან დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტი N174, რომელიც მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს.
N174 ავტობუსი იმოძრავებს წრიულად, მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით“, - ნათქვამია განცხადებაში.