ბოლო ცნობები დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრიდან - დაშავებულია 50 ადამიანი, შესაძლოა, იყოს მსხვერპლი

მიწისძვრა იაპონიაში

მედიის ინფორმაციით, იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, კუმამოტოს პრეფექტურაში, სულ მცირე, 50 ადამიანი დაშავდა. ნაწილობრივ ჩამოინგრა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი. ხელისუფლებაში შიშობენ, რომ შესაძლოა, მსხვერპლიც იყოს.

ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ჩარჩენილი არიან მოქალაქეები და გამოსვლას ვერ ახერხებენ. როგორც მედია წერს, ტერიტორიაზე გაისმა აფეთქების ხმაც, რასაც ხანძარი მოჰყვა.

გავრცელებული ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა ჩქაროსნულ მატარებელში, რომელიც მიწისძვრის დროს გადაადგილდებოდა. ასევე დაზიანდა საავტომობილო გზები.

იაპონიის პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის განცხადებით, სამაშველო ოპერაციებში ჩართულია 3 600-მდე სამხედრო.

ამ დროისთვის ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაუქმებულია.