პინგვინი ყოველ წელს 8 000 კილომეტრს ცურავს იმ ადამიანის სანახავად, რომელმაც სიკვდილის გადაარჩინა

sad

2011 წელს ბრაზილიის სანაპიროზე ჟოაო პერეირა დე სოუზამ, ყოფილმა მშენებელმა და ნახევარ განაკვეთზე მეთევზემ, ნაპირზე სიკვდილის პირას მყოფი მაგელანის პინგვინი იპოვა. ფრინველი ნავთობით იყო დაფარული, თითქმის აღარ მოძრაობდა და გადარჩენის შანსიც თითქმის აღარ ჰქონდა.

ჟოაომ პინგვინი სახლში წაიყვანა, ფრთხილად გაწმინდა, ყოველდღე თევზით კვებავდა და რამდენიმე კვირის განმავლობაში უვლიდა, სანამ საბოლოოდ არ გამოჯანმრთელდა.

გამოჯანმრთელების შემდეგ მამაკაცმა ფრინველი ბუნებაში დააბრუნა. ეგონა, რომ მათი გზები სამუდამოდ გაიყრებოდა.

თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ სანაპიროზე მოულოდნელი სტუმარი დაბრუნდა. ეს სწორედ ის პინგვინი იყო, რომელსაც ჟოაომ დინდიმი დაარქვა.

მას შემდეგ დინდიმი ყოველწლიურად ათასობით კილომეტრს გადის, რათა ბრაზილიაში დაბრუნდეს და თავის მხსნელს შეხვდეს. ცნობების მიხედვით, პინგვინი დაახლოებით 8 000 კილომეტრს ცურავს და ჟოაოსთან რამდენიმე თვეს ატარებს, შემდეგ კი გამრავლების სეზონისთვის კვლავ არგენტინისა და ჩილეს სანაპიროებისკენ ბრუნდება.

„ის ჩემთვის შვილივითაა. დარწმუნებული ვარ, მასაც ვუყვარვარ. სხვას ახლოს არ იკარებს, მაგრამ როცა მხედავს, კუდს აქნევს, ხმებს გამოსცემს და პირდაპირ ჩემთან მორბის,“ - ამბობდა ჟოაო ბრაზილიურ ტელევიზიასთან.

დინდიმის ისტორია მალევე მთელ მსოფლიოში გავრცელდა და მეცნიერების ინტერესიც გამოიწვია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მაგელანის პინგვინებს მართლაც აქვთ შესანიშნავი ნავიგაციის უნარი და ხშირად ბრუნდებიან ნაცნობ ადგილებში, თუმცა კონკრეტულად რატომ ირჩევს დინდიმი ყოველწლიურად სწორედ იმ ადამიანს, რომელმაც ოდესღაც გადაარჩინა, ზუსტად დღემდე უცნობია.

ამ უჩვეულო მეგობრობაზე 2024 წელს მხატვრული ფილმიც გადაიღეს - My Penguin Friend, რომელიც სწორედ ჟოაოსა და დინდიმის ნამდვილ ისტორიას ეფუძნება.