ბოლო 24 საათში, ღაზაში ისრაელის იერიშებს კიდევ 29 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ ისრაელს ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული პირობების გამო აკრიტიკებს

ახლო აღმოსავლეთში ცეცხლი არ წყდება - ღაზაში ისრაელის იერიშებს, ბოლო 24 საათში, კიდევ 29 ადამიანი ემსხვერპლა.

მედია წერს, რომ "ცახალმა" დარტყმები ჰუმანიტარულ ზონაში მდებარე დევნილთა ბანაკებზე მიიტანა. BBC-ის ინფორმაციით, სამშვიდობო მოლაპარაკებების მონაწილე ქვეყნებმა - ეგვიპტემ და ყატარმა, კონფლიქტის მხარეებს ახალი, 7-წლიანი ზავის წინადადება წარუდგინეს. შეთავაზება მრავალწლიან შეთანხმებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც ისრაელმა ღაზიდან სრულად უნდა გაიყვანოს სამხედროები, "ჰამასმა" კი მძევლები უნდა დააბრუნოს.

ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, ოფიციალურ თელ-ავივს გეგმაზე კომენტარი არ გაუკეთებია, ჰამასმა კი მოლაპარაკებებისთვის დელეგაცია ქაიროში გაგზავნა.