ბობ დილანის შესახებ გადაღებული ფილმის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა

ბობ დილანი

ინტერნეტში ბობ დილანის შესახებ გადაღებული მხატვრული ბიოგრაფიული ფილმის პირველი ტრეილერი გამოვიდა. A Complete Unknown – ასე ჰქვია ფილმს, რომელშიც მთავარ როლს ტიმოთი შალამე ასრულებს. ფილმის სიუჟეტი იწყება ბობ დილანის ადრეული შემოქმედებითი წლებიდან და მაყურებელს აჩვენებს იმ გზას, რომელიც მუსიკოსმა დიდ აღიარებამდე გაიარა.

 

 

ტრეილერის ერთ-ერთ სცენაში ტიმოთი შალამე ბობ დილანისათვის დამახასიათებელი მანერით მღერის. აღსანიშნავია, რომ გარდა მთავარი როლის შესრულებისა, შალამე ფილმის თანაპროდიუსერიც არის. კინოსურათის რეჟისორი ჯეიმს მენგოლდია, რომელმაც ჯონი კეშის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ნამუშევრისათვის 2005 წელს ოსკარი მიიღო. რაც შეეხება A Complete Unknown-ის სამსახიობო შემადგენლობას, ფილმში ასევე ვიხილავთ ელ ფენინგს, ედვარდ ნორტონს და სხვა ცნობილ მსახიობებს.