Bloomberg: ინდოეთის უმსხვილესმა ნავთობკომპანიამ რუსული ნავთობის შესყიდვა განაახლა

ინდოეთი

სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ინდოეთის უმსხვილესმა კერძო ნავთობკომპანიამ, Reliance Industries Ltd.-მა რუსული ნავთობის შესყიდვა განაახლა.

გამოცემის წყაროებზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება შემდეგი დეტალები:

კერძოდ, Reliance Industries ნავთობს ფასდაკლებით ყიდულობს იმ მომწოდებლებისგან, რომლებიც არ იმყოფებიან სანქციების ქვეშ.

ნედლეული იგზავნება გუჯარატის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომლის სიმძლავრეც დღე-ღამეში 660 000 ბარელს შეადგენს. აღნიშნული საწარმო პროდუქციით ადგილობრივ მომხმარებლებს ამარაგებს.

რუსული ნავთობის გადასაზიდად Reliance-მა ხელშეკრულება გააფორმა კომპანია „რუსექსპორტთან“, რათა გამოიყენოს Aframax-ის კლასის ტანკერები.

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ ამ სქემის ამოქმედება, სავარაუდოდ, დააბალანსებს ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვების კლებას.

ოფიციალური პირების პროგნოზით, მიმდინარე თვეში იმპორტი შესაძლოა განახევრებულიყო, თუმცა Reliance-ის დაბრუნება ბაზარზე ამ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად შეცვლის.