ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1766647208
ნატო-ში აშშ-ის ელჩი მეთიუ უიტაკერი აცხადებს, შესაძლოა, უკრაინაში ომი მომდევნო 90 დღის განმავლობაში დასრულდეს. მისი თქმით, რუსეთ-უკრანის ომთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სწორი მიდგომა აქვს, რადგან მას მკვლელობების დასრულება სურს.
უიტაკერმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი ორივე მხარესთან აქტიურად მუშაობს.
„ამას თუ მივაღწევთ, მაშინ ეს მომდევნო 90 დღის განმავლობაში მოხდება. ვფიქრობ, საკამათო საკითხების უმეტესობა მოვაგვარეთ. პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ მკვლელობები უნდა შეწყდეს. ეს უაზრობაა. ეს ოთხი წელია, გრძელდება. ვერავინ იძენს სტრატეგიულ უპირატესობას. სიკვდილი და ნგრევა უბრალოდ უნდა დასრულდეს“, – განაცხადა მეთიუ უიტაკერმა.