1753214676
Bloomberg: გერმანია მალე მზად იქნება, უკრაინაში გაგზავნოს ბუნდესვერის შეიარაღებაში არსებული Patriot-ის ორი სისტემა

გერმანია მალე მზად იქნება, უკრაინაში გაგზავნოს ბუნდესვერის შეიარაღებაში არსებული Patriot-ის ორი სისტემა. მათ თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან საჰაერო თავდაცვის ამ სისტემების ახლით ჩანაცვლებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გერმანიასა და აშშ-ს შორის შეთანხმება ითვალისწინებს გერმანული Patriot-ის ორი ბატარეის უკრაინაში გაგზავნას. მათ აშშ-ის სამრეწველო მარაგებიდან ჩაანაცვლებენ.
„გერმანელი და ამერიკელი ოფიციალური პირები Patriot-ის გარიგებასთან დაკავშირებული დარჩენილი საკითხების მოგვარებას აპირებენ, მათ შორის ამოწურული მარაგების შევსების ვადები“, - აცხადებს წყარო.
მათი თქმით, განცხადება შესაძლოა მიმდინარე კვირაში გაკეთდეს.