ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია
1766858289
აშშ-ის ლუიზიანის შტატში მცხოვრებმა გრემ უოკერმა კომპანია Fibrebond გაყიდა და ყველა თანამშრომელს პრემია დაურიგა, რომლის საერთო თანხამ 240 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
უოკერის თქმით, იგი კომპანიას მხოლოდ იმ მეწარმეზე გაყიდვას დათანხმდებოდა, ვინც ახალ მფლობელობაში თანამშრომლებისთვის შემოსავლის 15 პროცენტის გამოყოფას დათანხმდებოდა. Fibrebond-ის თანამშრომლები კომპანიის აქციების მფლობელები არ იყვნენ და კანონის მიხედვით არც ერთგვარ ფინანსურ ანაზღაურებაზე არ ჰქონდათ უფლება. უოკერს უბრალოდ სურდა, მათთვის გამოსამშვიდობებელი საჩუქარი გაეკეთებინა და ეჩვენებინა, რომ კომპანიაში დარჩენა მის წასვლის შემდეგაც ღირდა.
თანხა 540 თანამშრომელზე გადანაწილდა. საშუალოდ თითოეულმა თანამშრომელმა 443 ათასი დოლარი მიიღო, პრემიის ოდენობა სამუშაო სტაჟზე იყო დამოკიდებული. თანხის გაცემა ხუთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება.
Fibrebond-ის თანამშრომლები ყოფილ ხელმძღვანელს სანტა-კლაუსად მოიხსენიებენ. ბევრს ეს ამბავი ხუმრობა ეგონა, სანამ ივლისში პირველ გადახდებთან ერთად კონვერტები არ მიიღეს. მათი თქმით, მიღებულმა თანხამ მნიშვნელოვნად შეცვალა მათი ცხოვრება, ბევრმა დაფარა იპოთეკა და სხვა სესხები, შეიძინა ავტომობილი, დააფინანსა შვილების სწავლა. ზოგმა კი თანხა უბრალოდ მომავლისთვის გადადო.