იურისტის განმარტება დაგროვებითი პენსიის შესახებ
1769977955
ნახევარწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ბილ და ჰილარი კლინტონები კონგრესში "ეფშტეინის" საქმეზე ჩვენების მიცემას დათანხმდნენ, - ინფორმაცია ამერიკულმა მედიამ გაავრცელა.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს და ყოფილ სახელმწიფო მდივანს სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებული ფინანსისტის საქმეზე წარმომადგენელთა პალატის კომიტეტი დაკითხავს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ "ეპშტეინის" საქმეზე გასაჯაროებულ მილიონობით დოკუმენტში კლინტონების სახელი მრავალჯერ არის ნახსენები.
ცნობილია, რომ ამ დრომდე, წარმომადგენელთა პალატა, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ, გეგმავდა კლინტონების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხის დაყენებას, რადგან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები ზედამხედველობის კომიტეტზე მისვლას არ თანხმდებოდნენ.