კანონის დაცვასა და აღსრულებას ვემსახურე 32 წელი, ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას - დავით რიჟვაძე მედიას
1746628307
ინდოეთის არმიის ცნობით, პაკისტანის თავდასხმის შედეგად, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში სამი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
როგორც მედია წერს, ინდოეთის არმიამ განაცხადა, რომ პაკისტანის ჯარების მიერ სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულია სამი ინდოელი მშვიდობიანი მოქალაქე.
ცნობისთვის, მანამდე, ინდოეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა პაკისტანზე. პაკისტანში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად, რვა ადამიანია დაღუპული. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა პუნჯაბის პროვინციაში. ამასთან, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ინდოეთმა ქვეყნის რვა აეროპორტში ფრენები გააუქმა, ფრენები შეჩერებულია პაკისტანშიც.