ბევრი ნაკლოვანებაა - ლუკაშენკოს მობილურით სარგებლობის „ეშინია“

ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ მობილურ ტელეფონს არ იყენებს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

როგორც ლუკაშენკო ამბობს, მან გააცნობიერა ტელეფონის ნაკლოვანებები, რასაც სხვები მოგვიანებით გაიგებენ.

მისი თქმით, მობილური ტელეფონით სარგებლობა უსაფრთხო არ არის. მან ახალგაზრდებს სმარტფონების ნაკლებად გამოყენება ურჩია.

„ხანდახან უნდა გადავდოთ და დავკავდეთ რეალური ცხოვრებით. ხანდახან მაინც უნდა მოვაშოროთ ჩვენი შვილები და ახალგაზრდები ტელეფონს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი საზოგადოება მალე გაიგებს ამის ნაკლოვანებებს. ამ ასაკის ბავშვებისთვის და გოგონებისთვის ბევრი საშიშროებაა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ასევე არ იყენებს მობილურ ტელეფონს.