ინტერნეტში კესარია აბრამიძის საუბარი ვრცელდება - რას ამბობდა ის ბექა ჯაიანის შესახებ
1726861311
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებას, რომ უკრაინაში "ოპერაცია გაიწელა". კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი პასუხობს და აცხადებს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
"ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის", - თქვა პესკოვმა.
ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ის არ ელოდა რომ რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უკრაინაში ამ დრომდე გაიწელებოდა.
"საკმარისად არ ვარ გარკვეული ამ პრობლემაში, რომ ვთქვა, გეგმის მიხედვით მიდის, როგორც რუსები ამბობენ, თუ მე ვფიქრობ ამას. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, მიმაჩნია, რომ ეს ოპერაცია გაიწელა", - თქვა ლუკაშენკომ.
გარდა ამისა, ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მისი წყალობით დაიწყო.