ეს იქნება ჩვენი კულტურის საპრეზენტაციო ადგილი - ზაზა კანდელაკი წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის გადაცემის შესახებ

zaza kandelaki

ეს იქნება ჩვენი კულტურის საპრეზენტაციო ადგილი, სადაც იქნება წარმოდგენილი საგამოფენო დარბაზები, ჩვენი ისტორია, საგალობლები, ხატწერის თემა არსებობს და შეიძლება ამგვარი სასწავლებელიც გაკეთდეს, ასე ვთქვათ ჩვენი კულტურა გავუზიაროთ იორდანიელებს, - ამის შესახებ იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა, წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის გადაცემის შესახებ საუბრისას განაცხადა.


მისივე თქმით, შესაძლებელი იქნება სამეცნიერო საქმიანობაც, ვინაიდან წმინდა მიწაზე ბევრი რამ არის შესასწავლი.

„სამეცნიერო მუშაობაც იქნება შესაძლებელი, იმიტომ რომ ბევრი რამ არის შესასწავლი ზოგადად წმინდა მიწაზე და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეცნიერები დაინტერესედებიან, მითუმეტეს როცა დღეს უკვე ჩვენი საკუთარი ადგილი გვაქვს,“- აღნიშნა ზაზა კანდელაკმა.